27 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
სუმის ოლქზე, ერთი დღის განმავლობაში სარაკეტო თავდასხმა 300-ჯერ განხორციელდა - დაიღუპა 5 და დაშავდა 14 ადამიანი

უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები თითქმის 9 თვეა უწყვეტად მიმდინარეობს. რუსული საოკუპაციო ძალები იერიშებს განაგრძობენ. ოფიციალური უკრაინის ინფორმაციით, სუმის ოლქზე, ერთი დღის განმავლობაში სარაკეტო თავდასხმა 300-ჯერ მოხდა, დაიღუპა 5 და დაშავდა 14 ადამიანი.

მოსკოვმა და კიევმა ტყვეები გაცვალეს. გათავისუფლებულია 108 ქალი, მათ შორის არიან აზოველებიც. რუსული მხარის ინფორმაციით, ტყვეობიდან გაათავისუფლეს 110 რუსი, რომელთა შორის სამოქალაქო ხომალდების 72 მეზღვაურია.

კიევში, უკრაინელი აქტივისტები ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს რუსეთისთვის, ირანული კამიკაძე-დრონების მიყიდვა, რომლითაც რუსულმა ძალებმა გუშინ თავდასხმა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქზე.

დღის ამბები