27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
"მოჩვენებები" - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 1881 წელს დაწერილი პიესა 22 ოქტომბერს გაცოცხლდება, სცენაზე მსახიობები პირადი ურთიერთობების გარდასახვას მოახდენენ და მაყურებელს იმ პრობლემებს შეახსენებენ, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე აქტუალურია.

ნინო ბურდული, გიორგი ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი და გია როინიშვილი მაყურებლისთვის ჰენრიკ იპსენის "მოჩვენებებს" გააცოცხლებენ.

პიესა, თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, სამხატვრო ხელმძღვანელმა ვანო ხუციშვილმა გააცოცხლა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ტყუილი, სიცრუეზე აგებული ურთიერთობები, რომელზეც პასუხის გაცემა მომავალ თაობებს უწევს.  

დღის ამბები