"ეს დღე შენ გეძღვნება პატარა ქართველო გმირო!" - ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვება ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს მიუძღვნა.
კვარაცხელიას პროგრესი და ეფექტური თამაში მსოფლიოს წამყვანი გამოცემების განხილვის მთავარი თემად იქცა. "კვარაცხელია გენიოსი და მიქელანჯელოა, ის რენესანსის ფრესკების მსგავს საგოლე გადაცემებს ხატავს,"; "ქართველი ფენომენალურია, ის საფეხბურთო მინდვრების ვან გოგია."
ნაპოლის გულშემატკივარს 1990 წლის შემდეგ პირველად იმედი გაუჩნდა რომ მათი საყვარელი კლუბი იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. კვარაცხელია ნეაპოლიტანელებისთვის ნამდვილ პრონტაგონისტად იქცა.
"ნაპოლი" - "ბოლონიას" შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გულშემატკივარმა 5 გატანილი გოლი იხილა აქედან სამი სტუმართა კარში. გამარჯვების მომტანი გოლი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის შედეგად გაიტანა.
იტალიელების მსგავსად ნაპოლის თამაშებს განსაკუთრებით ელოდება ქართველი გულშემატკივარიც, მატჩის დღეს თბილისში არსებულ ფაქტობრივად ყველა იმ დაწესებულებაში სადაც ფეხბურთის ყურებაა შესაძლებელი ხალხმრავლობაა, ნაპოლის თამაშების ჩვენება კინოთეატრებშიც მიმდინარეობს.
მორიგ შეხვედრას "ნაპოლი" სერიას A-ს ფარგლებში 23 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქში გამართავს, ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად "რომას" კარის აღებას შეეცდება.