27 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ბერლინში გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ ოპოზიცია დაიბნა - რა შეფასებები მოჰყვა ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებებს თბილისში

მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების ღია მხარდაჭერას საგარეო ასპარეზზე მორიგ წარმატებას უწოდებს. განცხადებები, რომელიც გერმანიის კანცლერის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროსაბჭოში ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალის მხრიდან გაკეთდა, მათი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო კურსი მიზანმიმართულ დისკრედიტირებას ცდილობს.

ბერლინში გაკეთებული განცხადებების შედეგ, კითხვაზე - რა ადასტურებს მმართველი გუნდის პრორუსულ ვექტორს - პასუხი ოპოზიციაში არ აქვთ. დღეს, პოლიტიკოსებმა მიუხედავად ევროპელი ლიდერების მხარდაჭერისა, მმართველი ძალა კვლავ დასავლური კურსის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს. თუმცა, ვერ ახსნეს, რატომ დაუჭირა მხარი, მათი თქმით, პრორუსებს გერმანიის კანცლერმა.

კოლეგებისგან ტრადიციულად განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ უარგუმენტოდ მტკიცება, თითქოს ხელისუფლება კრემლიდან იმართება, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ოპოზიციის რიტორიკას ეროვნული ინტერესების დამაზიანებელს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, პოლიტიკური ოპონენტების ერთადერთ მიზანს ხელისუფლების დისკრედიტირება წარმოადგენს, რასაც ხშირად სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლით გამოიხატება. დეპუტატები ამბობენ, რომ ოცნების ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, საზოგადოების თვალში ოპოზიციის ლუსტრაციას კიდევ ერთხელ მოახდენს.

საქართველოს დასავლურ მომავალთან დაკავშირებით ღია მხარდაჭერა ევროპული პოლიტიკის ლიდერებმა, ბერლინში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაახმოვანეს, სადაც გერმანიის კანცლერთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის მეთაურობით იმყოფებოდა.

დღის ამბები