უკრაინისთვის იარაღის გადაცემა ისრაელსა და რუსეთს შორის კავშირებს გაანადგურებს - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა "ტელეგრამზე" დაწერა.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელმა მოადგილემ ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის გადაცემის ინიციატივას ძალიან დაუფიქრებელი ნაბიჯი უწოდა.
მანამდე, ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრმა, მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღარ უნდა არსებობდეს ეჭვი იმაზე, თუ კონფლიქტის რომელ მხარეს დგას ისრაელი.