27 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ბიუჯეტის პარამეტრები დაფუძნებულია 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე - ფინანსთა მინისტრი

პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წვერებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის ბიუჯეტსა და დოკუმენტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მომავალი წლის ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება.

"ბიუჯეტის პარამეტრები დაფუძნებული არის 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. ტრადიციულად ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა, რომლითაც ვიწყებთ ბიუჯეტის წარდგენას და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დეფიციტი შემცირებული არის საბიუჯეტო 2.8%-მდე.

მიუხედავად ამისა, ძირითადად 2 მიმართულებას გამოვყოფდი, რაზეც აღნიშნულ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები მიიმართება დამატებით. ეს არის სოციალური და უსაფრთხოების მიმართულება. იზრდება პენსიები, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს თითოეული კატეგორიის მიმართულებით. გარდა ამისა ასევე გრძელდება დაპირებისამებრ მთავრობის ხელფასების მოწესრიგების საკითხი საჯარო სამსახურში, რომელიც მიმდინარე წელსაც, როგორც იყო აქამდე გაცხადებული, 10%-ით გაიზრდება ხელფასები," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

დღის ამბები