27 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"რაც ეხება რუსი მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში, ეს არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის, მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის პირობები ლიბერალურია და შესაძლოა მათთვის სავიჟო რეჟიმის გადახედვაც.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში, მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"რაც ეხება რუსი მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში - ეს ნამდვილად არის გამოწვევა, ვიტყოდი საფრთხე. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღევანდელ დღეს გამოწვეული იმ პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში, ბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ ასევე არიან რუსი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარი არის, რომ საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმი არის გამოყენებული იმისთვის, რომ არ გაჩნდეს საფრთხე და ამისთვის მგონია, რომ მეტი კომუნიკაცია არის საჭირო და მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე, საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და ყველა ზომები მიღებული. ასევე გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად, საზოგადოების ინფორმირებით, ყველაზე მთავარი აი ეს არის,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები