27 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
სან-ფრანცისკოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სან-ფრანცისკოში. აქვე აღინიშნა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის 2 წლის იუბილე.

პანდემიის გამო საკონსულო თავდაპირველად შეფერხებით მუშაობდა, თუმცა უკვე 1 წელია ის აქტიურ რეჟიმშია. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა და გენერალურმა კონსულმა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი საგანძურის რეპლიკების გამოფენა; წარმოდგენილი იყო ქართული მინანქრის ნაკეთობები და ქართული დამწერლობის ნიმუშები.

დღის ამბები