ნატო ბირთვული ძალების წვრთნებს დღეიდან იწყებს. "სი-ენ-ენის" ინფორმაციით, სწავლებაში 14 ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთვება.
სააგენტოს ცნობით, წვრთნებში გამოიყენებენ თვითმფრინავებს, რომელთაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ, ასევე სამხედრო ბომბდამშენებს, მზვერავ თვითმფრინავებს და საწვავით უზრუნველყოფისთვის საჭირო ავიაციას. ფრენები ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეშია დაგეგმილი. პარალელურად, როგორც გამოცემა წერს, ბირთვული ძალების წვრთნებისთვის ემზადება რუსეთიც, რომელიც, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ პენტაგონი და შტატების დაზვერვა მოსკოვის ბირთვული იარაღის ნებისმიერ მოულოდნელ ან უჩვეულო მოძრაობას ყურადღებით აკვირდებიან.