დაიცავი უკრაინა - ამ ლოზუნგით თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოს შენობის წინ უკრაინის დროშა გაშალეს, მასზე სურვილები დაწერეს, რომლებსაც უკრაინელ სამხედროებს გადასცემენ.
აქცია-პერფორმანსს უკრაინის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. შეკრების ორგანიზატორები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.