უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული მიმართვის დროს დონეცკის ოლქში, სოლედარსა და ბახმუტში არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ციხეებში ეძებს მკვლელებს და მათ თავისუფლებას ჰპირდება, თუ ისინი უკრაინაში იომებენ. პრეზიდენტმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების შესახებ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.
"ბოლო დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი, სადაც უკიდურესად მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც კი შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი. ისინი დაქირავებულებს შორის არიან. ამ პატიმრებს აქვთ ხანგრძლივი სასჯელის ვადა, რაც მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ.
მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულის, არამედ ამნისტიის დაპირებით. აი, ამგვარად ასპონსორებს რუსეთი ტერორს. ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება მათ გათავისუფლებას, თუ ისინი გააგრძელებენ მკვლელობას. ვინმეს მსოფლიოში კიდევ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული ტერორისტ სახელმწიფოდ? მგონი, არა," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.