სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა კიევში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შესახებ. მსხვერპლისა და და დაშავებულების შესახებ დეტალები ზუსტდება.
ქვეყანაში ყველაზე ცხელ წერტილებად ბახმუტი და სოლედარი ითვლება. დონეცკის ოლქში აქტიური ბრძოლებია.
რუსმა ოკუპანტებმა კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს მიკოლაევის სამრეწველო ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ფარმაცევტულ საწყობზე.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 20 რაკეტა გაისროლეს სუმის ოლქის მიმართულებით. დაიბომბა რეგიონის სამი დასახლება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ოკუპანტებმა საბრძოლველად სამი ათასი მცხოვრების იძულებით მობილიზება მოახდინეს.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციას აგრძელებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქვეყნის სამხრეთში უკრაინელებმა მტერს ტექნიკისა და პერსონალის მხრივ მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს.