27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
"კურიერი P.S." ბარსელონაში "თბილისობას" დაესწარო - ვის ეკუთვნის ესპანეთში სახალხო დღესასწაულის აღნიშვნის იდეა

"კურიერი P.S." ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც "თბილისობა" აღინიშნა - თითქმის ნახევარსაუკუნოვან ტრადიციას, თბილისის შემდეგ საფუძველი ბარსელონაში ჩაეყარა. ემიგრანტებმა მოინდომეს, შეძლეს და პირველად ისტორიაში, ქართული სახალხო დღესასწაული ესპანეთში იზეიმეს. ღონისძიების ჩატარების იდეა წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებული სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრისა და წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის პედაგოგებს ეკუთვნით.

იდეას ენთუზიაზმით შეხვდნენ ის მშობლები, რომელთა შვილები ბარსელონაში, ქართულ საკვირაო სკოლაში სწავლობენ. ერთიანი ძალებით იდეა რეალობად იქცა და ბარსელონაში თბილისობის დღესასწაულიც შედგა.

საქართველოს დედაქალაქიდან 4 500 კილომეტრით შორს გამართულ თბილისობას, "კურიერი P.S."-იც დაესწრო.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები