ბოლო პერიოდში ვანდალიზმის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 2 დღის წინ, ეკოაქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის მზესუმზირებს პომიდვრის წვნიანი შეასხეს, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა.
მანამდე იყო თავდასხმა, მონალიზაზე ლუვრში, ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებულ შთამბეჭდავ პორტრეტს ტორტი ესროლეს, პიკასოს შედევრს - "ხოცვა კორეაში" კი წებოვანი ხელთათმანი მიადეს. მილონებად შეფასებული ტილოები საიმედოდ დაცულია და ისინი არ დაზუიანებულან, თუმცა კითხვებს აჩენს ფაქტი, თუ რისი თქმა სურთ ეკო აქტივისტებს ასეთი ფორმით.