პატარა ათონი - ასე უწოდებენ ძამას ხეობას და ამის მიზეზი იქ არსებული მონასტრების სიმრავლეა. ძამას ხეობაში 60-ზე მეტი მამათა და ასევე 31 დედათა მონასტერია აგებული. ყველა მათგანი თავისებურად შთამბეჭდავია. მაგალითად, გრანდიოზული მზოვრეთი, რომელიც საუკუნეების წინ მიუდგომელ კლდეზე ააგეს. ასევე სარკინეთი - კლდეში აგებული ბოლო მონასტერი საქართველოში, თუმცა თავისი მნიშვნელობით აქ ყველაზე გამორჩეული ქოზიფაა, რომელიც პირველი იყო.
სწორედ ამ მონასტრის ქვეშ არის საძვალე, სადაც 70-მდე ბერის ნეშთი ინახება. მათი დიდი ნაწილი ბრძოლებშია დაღუპული. თავის ქალებს კარგად ეტყობა შუბის და ისრების კვალი.
საქარავნე გზის გამო, ძამას ხეობა ყოველთვის იყო თავდასხმების ეპიცენტრი. სწორედ ამიტომ იქ ბევრ ადგილას ნახავთ ძველი საგუშაგო კოშკების ნაშთებს.
იმისთვის, რომ ხეობაში ლაშქრობა უფრო კომფორტული გახდეს, გადამზადდნენ გიდები, მოხდა მარშრუტების მარკირება, გაკეთდა საკემპინგე ადგილები.
ავტორი: გიორგი ქორქია