ცოტა ხნის წინ დასრულდა ნაპოლი - ბოლონიას საფეხბურთო მატჩი - მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, მთელი საქართველო საგულშემატკივროდ ემზადება. ამ ფეხბურთელმა ტელეეკრანებს ის მაყურებელიც მიაჯაჭვა, რომელიც მანამდე ფეხბურთს საერთოდ არ უყურებდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთის პერსპექტივაში დიდი იმედი გააჩინა. როდესაც კვარაცხელია თამაშობს, ყველას სჯერა, რომ გოლს აუცილებლად გაიტანს და ძირითადად ეს ასეც ხდება.
ზოგი სახლში ტელევიზორთან, ზოგი მეზობლებთან ერთად ეზოში, ზოგი კი სხვადასხვა ბარში და რესტორანში სპეციალურად მიდის იმისთვის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის უგულშემატკივროს.
კვარაცხელიას 100 000-ობით გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის ერთი გამორჩეულია - ხვიჩას შეყვარებული, რომელიც 3 000 კილომეტრით შორს, თბილისიდან გულშემატკივრობს მას.