27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
წინანდალი ჯაზისა და ღვინის რიგით მეექვსე ფესტივალს მასპინძლობს

წინანდალი ჯაზისა და ღვინის რიგით მე-6 ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე, სადაც ყველაფერი ჯაზივით იმპროვიზირებულია საზეიმო განწყობას ელის ფრანსი შექმნის, რომელსაც ელექტროსვინგის დედოფლად მოიხსენიებენ. ფესტივალი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ურთიერთობების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მუსიკა - წინანდალი ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც ამერიკა სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მოწვეული. ღონისძიება ღვინის დეგუსტაციით დაიწყება. პროექტ Jazz and WINE-ის ფარგლებში კი წარმოდგენილი იქნება სტინგის, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ღვინოები.

ჯაზისა და ღვინის ფესტივალის ფარგლებში, სცენა ამერიკელ პიანისტსა და კომპოზიტორს კაილი ოდოერტსა და მის კვინტეტს ეთმობა. აქვე არის წარმოდგენილი ახალი პროექტი Jazz for Kids - ჯაზი ბავშვებისთვის. მუსიკოსი თავის კვინტეტთან ერთად, მოგვიანებით, კონცერტს უმცროსი თაობისთვის გამართავს და პატარებს ჯაზის სამყაროში ამოგზაურებს.

ლეგენდარული გერმანული ჯგუფი დიფაზი, 25 წლის საიუბილეო ტურის ფარგლებში, წინანდლის ფესტივალზე მაყურებელს ახალ ალბომს წარუდგენს და ძველ ჰიტებთან ერთად, ახალ სიმღერებს შეასრულებს.

მუსიკით გამოხატული თავისუფლების სურვილი, ჟანრი, რომელიც ახალ ორლეანში დაიბადა და ტრადიციად იქცა. ფესტივალი "ჯაზი და ღვინო" წინანდლის მამულში 16 ოქტომბრის ჩათვლით რიგით მე-6 გამოშვებას მასპინძლობს და მელომანებს დაუვიწყარ დღეს ჰპირდება.

დღის ამბები