27 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი "ლელოში" გადავიდა

"ნაციონალური მოძრაობის" პარტია და ფრაქცია რუსთავის საკრებულოში დავით სულაძემ დატოვა და "ლელოში" გადავიდა.

სულაძემ, რომელიც რუსთავის საკრებულოში დაახლოებით ერთი თვის წინ ადგილმონაცვლეობის პრინციპით შევიდა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ფრაქციასთან უთანხმოება არ ჰქონია, თუმცა "ლელო" მისთვის უფრო მისაღებია.

იგი საკრებულოს უმრავლესობის წევრად რჩება. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მისი პარტია რუსთავის საკრებულოში ფრაქციის შექმნას შეეცდება. დავით სულაძე კი რუსთავში "ლელოს" ახალ ოფისს უხელმძღვანელებს.

დღის ამბები