თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სარაგბო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე შეიქმნება სამწვრთნელო შტაბი, რომელიც რაგბიში ახალგაზრდების სამოყვარულო თუ პროფესიონალურ დონეზე ჩართვაზე იზრუნებს.
თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში ჩართულ სტუდენტებს სათანადო საგანმანათლებლო განრიგით უზრუნველყოფს. ეს გადაწყვეტილებები რაგბის კავშირსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა.
როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე ითქვა, ამ მემორანდუმის მიზანი საქართველოში ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის სახეობის, რაგბის ხელშესაწყობად საუნივერსიტეტო კლუბებისა და ტურნირების განვითარებაა.