თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთი კუთხის სახლი შეემატება. ეს არის რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული სვანური მაჩუბი (სვანური სახლი). ის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით განთავსდება. სვანეთიდან მისი დემონტაჟის და ტრანსპორტირების პროცესში, შესაბამისი სპეციალისტები და არქიტექტორები არიან ჩართული. მუზეუმში ამ დრომდე მხოლოდ კოშკი იდგა.
ეთნოგრაფიული მუზეუმის დამფუძნებელს, გიორგი ჩიტაიას მაჩუბის სვანეთიდან გადმოტანა და მუზეუმში განთავსება ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ სურდა, თუმცა პროექტის დასრულება ვერ მოასწრო.
პროექტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.