სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში, სადაც 5 დღის წინ სტიქია იყო, ახალ ხიდს აგებენ. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შედეგად გარე სამყაროსთან მოწყვეტილ 76 ოჯახთან მიმოსვლა აღდგება. საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
ასევე, აღდგენილია დაზიანებული ხიდი წალენჯიხის სოფელ ფახულანში. სტიქიამ მთლიანად მოშალა საფეხმავლო ხიდი წალენჯიხის მაზანდარას უბანშიც. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წალენჯიხაში საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში იგეგმება.