27 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
13 წლის ლაზარე, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს

13 წლის ლაზარე ლობჟანიძე, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემტხვევის დროს დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. მოზარდის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანის დროს მძიმე იყო. 

მეორე დღეს დინამიკა გაუმჯობესდა - მან ჯერ აპარატის გარეშე მექანიკურ სუნთქვაზე გადასვლა შეძლო და მალევე გონზე მოვიდა. უკვე დღეს დილით გადაწყდა, რომ თუ დამატებითი კვლევები დამაკმაყოფილებელი იქნებოდა მოზარდს სახლში გაწერდნენ.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ცაბაძის განცხადებით, მოზარდის ფსიქომოტორული და ემოციური სფერო დამაკმაყოფილებელია.

"დღეს დილიდან შეფასდა ლაზარეს ფსიქომოტორული, ემოციური მდგომარეობა, ჩაითვალა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაეწერა ბინაზე მკურნალობის ამბულატორიულად გაგრძელების მიზნით," – აცხადებს დავით ციბაძე.

როგორც საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე განმარტავს, ფსიქოლოგების მიერ 13 წლის ლაზარე ლობჟანიძეს მდგომარეობა შეფასდა როგორც ჯანმრთელი.

"იმდენად სწრაფად მოხდა ლაზარეს გამოჯანმრთელება და იმდენად სწრაფად მოახდინა ორგანიზმმა რეაბილიტაცია, რომ ამ წუთებში მოხდა მისი გაწერა კლინიკიდან, სახლში მიდის. აზროვნებს ნორმალურად, უკეთესად ვიდრე გუშინ. ფსიქოლოგებმაც თქვეს, რომ ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი, არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და პოზიტიური," - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა. ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა. თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა და გონება დაკარგა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი. შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დღის ამბები