27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 22 წლის ბიჭს, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, ადგილზე საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. 

დღის ამბები