ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში "ტენერიფემ" "ობრადოიროს" უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 86:67 დაამარცხა.
სასტარტო ხუთეულში იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა რა დროშიც 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. "ტენერიფეს" 4-დან 4 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში "ტენერიფეს" მოწინააღმდეგე კატალონიის ბარსელონა იქნება, შეხვედრა 23 ოქტომბერს 14 საათზე გაიმართება.