27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
რუსეთის განცხადებით, ბელგოროდის სამხედრო ნაწილში ცეცხლი დსთ-ს ქვეყნის ორმა მოქალაქემ გახსნა - ფაქტი მოსკოვში ტერაქტად შეაფასეს

ბელგოროდის სამხედრო ნაწილში განხორციელებული თავდასხმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტერორისტულ აქტად შეაფასა. მათივე ცნობით, ცეცხლი დსთ-ს წევრი ქვეყნის ორმა მოქალაქემ გახსნა, რომელთა ლიკვიდაცია საპასუხო ცეცხლის დროს განხორციელდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, სამხედრო ნაწილში მოხალისეთა წვრთნის დროს ტერორისტებმა ნაწილის პირადი შემადგენლობა დაცხრილეს. 

დღის ამბები