ილონ მასკმა, როგორც ჩანს უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობის ფინანსირებას გააგრძელებს.
"ჯანდაბას...მართალია Starlink ისევ წაგებაზე მუშაობს და ფულს მხოლოდ ხარჯავს, სხვა კომპანიები კი გადასახადის გადამხდელებისგან მილიარდობით დოლარს იღებენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ უკრაინის ხელისუფლების უფასოდ ფინანსირებას," - განაცხადა მასკმა.