ომის 234-ე დღე - მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული კონტრშეტევა აქტიურ ფაზაშია, რუსების სამიზნე კვლავ დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქებია. კიევის ოლქი ისევ დაიბომბა, ამჯერად განადგურდა ინფრასტრუქტურა და ელექტრომომარაგების წყაროები.
თუმცა დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მექანიზირებული დანაყოფებით, საჰაერო და საარტილერიო მხარდაჭერით დაიწყეს შეტევა ხერსონის ფრონტის ჩრდილოეთ სექტორში, რუსების მიერ მოწყობილ ახალ თავდაცვით ხაზზე, მილოვეს დასახლების მიმართულებით.
ამის პარალელურად, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 725 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა.