27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების განწყობა აისახა რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა ყრილობის მიერ - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე - ევროპელი სოციალისტების პარტიის კონგრესზე ოლაფ შოლცმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევრპოულ პერსპექტივაზე იუსაბრა.

ყრილობაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაციაც. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ევროპის ლიდერების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს სამომავლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანიაში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესმა ძალიან საინტერესოდ ჩაირა.

"ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო საქართველოსთან დაკავშირებით და ეს გზავნილები გაჟღერდა არაერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება. ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, აგვავსებს ოპტიმიზმით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, არის რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, შოლცის ეს გზავნილი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო. ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების განწყობა აისახა რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნება ყრილობის მიერ," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები