უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატივი მიაგეს.
ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე იყო, ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.
ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა. ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და ხვალ საღამოს მებრძოლს მშობლიურ წალენჯიხაში გადაასვენებენ. მას ხუთშაბათს დაკრძალავენ.