ტრაგედია თურქეთში - მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.