საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ბოტსვანას, ნამიბიის და ესვატინის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო. ხაზი გაესვა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, აგრეთვე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მხარეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია რუსული ოკუპაციისა და მისი ნეგატიური შედეგების შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.