ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. სოციალური ქსელების მომხმარებლები პროტესტის მონაწილეებს მხარს უჭერენ, სამართლიანობის აღდგენას და პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.
მიზეზი, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული კადრებია, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველი დაკავებისას ერთ-ერთ ქალს სექსუალურად ავიწროებს.
ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ თეირანში დაკავებული ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა.