ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტის სტეფან ლოფვენის განცხადებით, სასიხარულოა საქართველოს სწრაფვა და სურვილი კანდიდატობის სტატუსისკენ. ამის შესახებ მან ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის მომავალსა და ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობაზე სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების ლიდერები საუბრობენ.
"მეგობრებო, ჩვენი ოჯახი იყო ევროპის გაფართოების მამოძრავებელი ძალა. სასიხარულოა, რომ მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და რომ საქართველო ამისკენ მიისწრაფვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაფართოების პროცესის ყოველმა ნაბიჯმა ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, რადგან ასე ვაძლიერებთ კანონის უზენაესობას და ვებრძვით კორუფციას. ევროპის გაერთიანება ნიშნავს მივცეთ ხალხს შესაძლებლობა და უკეთესი მომავალი, ასევე ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას.
ახლა ევროპის ისტორიაში ახალი ბნელი თავი იწერება. ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ოდიოზური პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ომი უკრაინის წინააღმდეგ, დასაგმობია. ამაზე მათ პირდაპირი პასუხისმგება ეკისრებათ ომის დანაშაულზე, უკრაინაში ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო. ეს უკანონო ომი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე თავდასმაცაა და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელს ევროპასა და მსოფლიოში. უკრაინაში რუსეთი იმიტომ შეიჭრა, რომ უკრაინის არჩევანი არის დემოკრატიული გზა. ჩვენი გზავნილი ნათელია - ერთად ვდგავართ უკრაინის უფლებისთვის ბრძოლაში. ამას ალტერნატივა არ აქვს," - სტეფან ლოფვენი.