27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. საქართველო 13 წლის მოზარდს გლოვობს.

სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ეკლესიაში უკვე დასრულდა. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში მეგობრებისგან, ახლობლებისგან და სრულიად საქართველოსგან სამძიმარს იღებდნენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე იყვნენ თბილისის მერი კახი კალაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

 

დღის ამბები