27 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
გერმანიაში მიღებული რეზოლუცია ნიშნავს, რომ ევროკავშირში არსებული პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - მაკა ბოჭორიშვილი 

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია ნიშნავს, რომ ევროკავშირში არსებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალისტურ ოჯახს, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც არის საუბარი, მნიშვნელოვანია.

"სოციალ-დემოკრატების პარტიამ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ასახულია აღნიშნული პარტიისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის არის გზავნილები ევროპის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. პარტია მიესალმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ვინაიდან მას მხარს უჭერს უჭერს ევროპელი სოციალისტების დიდი უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში არსებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალისტურ ოჯახს, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს "ქართული ოცნების" დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

დღის ამბები