27 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც აირჩევა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყრილობაზე აირჩევენ ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს, ასევე გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.

"ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც აირჩევა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და ასევე, გაიმართება დისკუსიების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ბუნებრივია, მომავალი წლების განმავლობაში, განსაზღვრავს ევროპის მასშტაბით ამ ორგანიზაციის განვითარებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები