27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუანდაში გრძელდება - შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუანდაში გრძელდება - შალვა პაპუაშვილი ამჯერად ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. მთავარი თემები იყო უკრაინაში რუსეთის აგრესია და პროცესის გავლენები საქართველოზე. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ასევე ფიჯის და მალავის წარმომადგენლებს, მათთან საუბრის მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკა იყო.

დღეს ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრები საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში იმართება. საქართველოს დეპუტატები სერბეთის, სეიშელის, ტანზანიის და გაი-ანას საპარლამენტო დელეგაციებსაც შეხვდნენ - ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკასა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"დღევანდელი დღის მეორე ნახევარი სრულად დაეთმო აფრიკული და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრას. რა თქმა უნდა მათ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე საკითხებზე და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პრობლემებზე არ აქვთ, ამიტომ ჩვენ მათ ვაცნობთ დეტალურად რუსული აგრესიის შედეგებს, იმ საფრთხეებს, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და ვაცნობთ მათ იმ მიზნებს, რომელიც რუსეთს გააჩნია სხვა ქვეყნების ტერიტორიის ოკუპაციის, ანექსიის და ამის საუკეთესო მაგალითი საქართველო და უკრაინაა," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები