ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების საიუბილეო კონგრესი დაიწყო.
პარტიას 30 წელი უსრულდება. კონგრესის პარალელურად კი, სოციალ-დემოკრატებმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.
დელეგატებს შორის არიან "ქართული ოცნების" წევრებიც. დელეგაციას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
მონაწილეებს უკვე მიმართეს სიტყვით პარტიის მოქმედმა პრეზიდენტმა და შვედეთის პრემიერმა, რომელსაც ამ პოსტზე კენჭი უნდა უყარონ:
"ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა. მათ მარტოსულ და უკიდურეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ომის ბრუტალური ძალა არის იმ ყველაფრის წინააღმდეგ რაც ჩვენთვის ღირებულია. ევროპას ჰქონდა სწრაფი, მყისიერი და ერთიანი პასუხი აგრესიის მიმართ. ეს პასუხი მოიცავს სხვადასხვა ხასიათის დახმარებას უკრაინელებისთვის. ჩვენ კიდევ უფრო უნდა ვწუხდეთ ომის სწრაფი ესკალაციის გამო, რომელსაც თავისი ლოგიკა და წესები აქვს. ვრცელდება და ფართოვდება ომის მასშტაბი თავისი ბოროტებით. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ევროპა მშვიდობის პროექტია. დღეს ხშირია საუბარი სამხედრო გამარჯვებაზე და ძალიან ცოტას ვსაუბობთ თუ როგორ შეავჩეროთ ეს სიგიჟე და ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი," - აცხადებს PES-ს პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი.
PES-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სტეფან ლოვენმა კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სოლიდარობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია:
"ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. უსაფრთხოების კუთხით ძალიან სერიოზული სიტუაციაა. კლიმატის ცვლილება, დემოკრატიისადმი საფრთხე - ეს ის მთავარი გამოწვევებია, რის წინაშეც ვართ. მშვიდობა იმედად რჩება. ასეთ რთულ დროს ადამიანებს უჩნდებათ კითხვები უსაფრთხოებასა და დაცულობაზე, ჩვენ ამ კითხვას პასუხი უნდა გავცეთ. სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია," - აცხადებს PES-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სტეფან ლოვენი.