ყველასთვის საყვარელი პარკი ახლა გლოვის ადგილია - დილიდან იმ შადრევანთან, სადაც 13 წლის გოგო გარდაიცვალა, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ვაკის პარკში მივიდნენ მარიტას კლასელები.
პატარა ბავშვები, მოზარდები, მოქალაქეები უსამძიმრებენ მარიტა მეფარიშვილის ოჯახს და ახლობლებს.