27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
მგონი, ყველასთვის გასაგები იყო, რომ "ენჯეოშნიკები" მე ქულას არ დამიწერდნენ, ასეც მოხდა-იაგო ხვიჩია

სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილება. ანა აბაშიძე და იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ მთავარი პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი მხარს სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭერენ , მეორე ნაწილს ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. "ქართული ოცნება" იმედოვნებს რომ კონსესუსი იქნება.

სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შემფასებელმა კომისიამ ქულები უკვე დაუწერა. ანა აბაშიძე 321 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზეა ნაზი ჯანეზაშვილი 288 ქულით, მესამე ადგილზე ნუგზარ კოხრეიძე 237-ი ქულით. გიორგი ბურჯანაძეს, კი რომელიც სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, 231 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

ომბუდსმენობის კანდიდატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეუტანია, რადგან ამის საფუძველი არ ჰქონია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "ენჯეოშნიკები" მას ქულას არ დაუწერდნენ.

"ზოგადად, მგონი, ყველასთვის გასაგები იყო, რომ "ენჯეოშნიკები" მე ქულას არ დამიწერდნენ, ასეც მოხდა. მგონია, რომ მთავარი შეცდომა, რაც ამ ადამიანების შერჩევის დროს დავუშვით, ის არის, რომ ესენი უხელფასოდ ვამუშავეთ. რომ ნახოთ შეფასების კრიტერიუმები, მიხვდებით, რა უხარისხოდ არის ნამუშევარი, რადგან ანაზღაურების გარეშე ვამუშავეთ. "ნჯეოშნიკები" ხომ იცით, რომ ჩემი მტრები არიან, შესაბამისად, მე მათგან მეგობრობას არ ველოდები,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ კონსესუსის იმედი აქვს.

"კონსესუსის იმედი ნამდვილად მაქვს, თუმცა არ მაქვს იმის იმედი რომ 150-ივე კანდიდატი ერთიდაიმავე ადამიანს დაუჭერს მხარს,"- აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. 

დღის ამბები