27 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება, ნატო - ს მოკავშირეებმა ეს რუსეთს აცნობეს- იენს სტოლტენბერგი

თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ამას შედეგები მოჰყვება - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, NATO ფხიზლადაა და განაგრძობს რუსეთის ბირთვული ძალების მონიტორინგს. მათ შორის ალიანსი ყურადღებით დააკვირდება რუსეთში დაგეგმილ ბირთვულ სამხედრო სწავლებასაც.

"ამას მოჰყვება მძიმე შედეგი, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ შეიარაღებას, ნებისმიერი სახის ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც რუსეთმა ძალიან კარგად იცის. ნატო-ს მოკავშირეებმა ეს რუსეთს სხვადასხვა გზით აცნობეს. ცხადია, ეს ფუნდამენტურად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხაზის გადაკვეთა, თუნდაც მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შემთხვევაშიც კი, ეს ძალიან სერიოზული იქნება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის უკრაინაში ომის ბუნებას.

ცხადია, ამას ექნება შედეგები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისადმი მხარდაჭერას. ჩვენ მივცემთ კიდევ უფრო მეტ საბრძოლო მასალას და იარაღს. საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დაიცვან მათი ძალები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები