27 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
ილონ მასკის SpaceX-მა გააფრთხილა პენტაგონი, რომ აღარ აპირებს უკრაინაში Starlink-ის სერვისები დააფინანსოს

ილონ მასკის SpaceX აცხადებს, რომ ის აღარ აპირებს უკრაინაში კრიტიკული თანამგზავრული სერვისები დააფინანსოს. როგორც CNN წერს, ილონ მასკმა პენტაგონს სთხოვა თავად გადაიხადოს სატელიტური სერვისების საფასური.

ამ დრომდე პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა უკრაინას საჩუქრად Starlink-ის დაახლოებით 20 000 თანამგზავრი გადასცა.

გასულ კვირას მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ოპერაცია SpaceX-ს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა , წლის ბოლომდე კი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

Starlink-ი ილონ მასკის მიერ დაფუძნებული და კუთვნილი კოსმოსური კომპანიის ინტერნეტ ნავიგატორია, რომლის ათეულობით ტერმინალი კომპანიამ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა, რათა უკრაინულ არმიას უკეთესი კომუნიკაციის არხი ჰქონოდათ, რომელიც მათი დრონების ოპერირებისა და კრიტიკული მნიშვნელობის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლისთვის გამოიყენება.

დღის ამბები