27 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
რუსი სამხედრო მეთაურები მობილიზებულ მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს უკრაინელ სამხედროებზე - ზელენსკი

რუსი სამხედრო მეთაურები მობილიზებულ მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს უკრაინელ სამხედროებზე – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მის ტრადიციულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე საუბრობს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ ყველაზე რთულ მიმართულებად დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი რჩება . მან კიდევ ერთხელ შეაქო უკრაინული ქვედანაყოფები, რომლებიც გმირულად იცავენ პოზიციებს.

"ახლა რუსეთი ფრონტზე ათასობით მობილიზებულს აგზავნის. მათ არ აქვთ სათანადო სამხედრო მომზადება, თუმცა ეს მეთაურებს არც სჭირდებათ. მათ იმედი აქვთ, რომ მობილიზებული რუსი მამაკაცები რამდენიმე კვირა მაინც იცოცხლებენ ომის პირობებში, შემდეგ დაიღუპებიან და ფრონტის ხაზზე ახლებს გაგზავნიან, თუმცა ამ პერიოდში რუსი გენერლების მიერ თავისი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებით, ისინი დამატებით ზეწოლას ახდენენ ჩვენს მცველებზე. ეს მნიშვნელოვანი ზეწოლაა. და მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ვინც ამ ზეწოლას უძლებს. ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მათ, ვინც ხვდება, რომ ამ პირობებში ჩვენ თავდაცვითი მხარდაჭერის გაზრდა გვესაჭიროება," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები