27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ჩვენი პარტნიორები უკვე კარგად არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესის შესახებ, მათ შორის, 12 პუნქტთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

ბერლინში სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების დელეგატები სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან. ქართულ დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ბუნდესტაგის წევრებთან ორმხრივი შეხვედრების დროს, მნიშვნელოვანი გზავნილებით იყო დატვირთული. 

"პარტნიორებს ვესაუბრებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივებზე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებზე და რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ გერმანიის სრული და მათი მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა ამ ეტაპზე, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტად ინტენსიურად გაგრძელდება ეს შეხვედრები.

ჩვენი პარტნიორები უკვე კარგად არიან ინფორმირებული, მათ შორის ბუნდესტაგის წევრები მიმდინარე პროცესის შესახებ, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებით მათ აქვთ სათანადო ინფორმაცია, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად უფრო ღრმა ინფორმაციას ვაწვდით მათ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

"ორმხრივი შეხვედრები რაც გაიმართა ბუნდესტაგის წევრებთან, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებით იყო დატვირთული. ერთი რომ საქართველოს ევროპულ იდენტობას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. ის, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამაზე თანხმდება ყველა წამყვანი პოლიტიკური ძალა გერმანიის ბუნდესტაგში და ამ პროცესში არის მზაობა, რომ საქართველოს დაუჭირონ მხარი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

​ 

დღის ამბები