27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ლვოვის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, შეშა მოიმარაგონ - ქალაქი მძიმე სცენარის მოლოდინშია

მიკოლაივში საცხოვრებელ კორპუსს საოკუპაციო ძალა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ს-300-ით დაესხა თავს. შედეგად, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორი სართული მთლიანად განადგურდა.

30 საცხოვრებელი კორპუსი, ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანეს ოკუპანტებმა ნიკოპოლში. მძიმედ დაიჭრა ერთი მშვიდობიანი. აგრესორმა ძალამ მასშტაბური შეტევა კამიკაძე-დრონებით განახორციელა.

საოკუპაციო ძალის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ზრდის გამო ოფიციალური პირები მოქალაქეებს მძიმე სცენარისთვის მზადებას ურჩევენ. ლვოვის მერის თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ მოიმარაგოს შეშა, მოაწყოს გათბობის წერტილები და მაქსიმალურად მოიმარაგოს სასმელი წყალი.

წინსვლა აქვთ უკრაინელ სამხედროებს ხერსონის მიმართულებით. გენშტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში შეიარაღებული ძალები უკვე დაკავებულ პოზიციებს ამაგრებდნენ და მოწინააღმდეგის შეტევას იგერიებდნენ. ლიკვიდირებულია 420 რუსი სამხედრო, განადგურებულია 6 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 17 საარტილერიო სისტემა. მძიმე ბრძოლები იყო ლუგანსკის მიმართულებითაც.

ის, რომ უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა წარმატებულია, ამას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მმართველებიც ადასტურებენ. ბუნებრივია, ირიბი განცხადებებით. ანექსირებული რეგიონების ე.წ "ხელმძღვანელები" პუტინს თხოვნით მიმართავენ მოხდეს მოსახლეობის და პირადად მათი ევაკუაცია, რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე. მიზეზი, როგორც თავად აცხადებენ, მოსალოდნელი საფრთხეა.

დღის ამბები