27 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
193 სახელმწიფოს შორის, მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა

193 სახელმწიფოს შორის, მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი, რაც ევრაზიას , აფრიკას, ავსტრალიას მოიცავს - პირველ ადგილზე. 2021 -27 წლების პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. 6 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ ორნიშნა მაჩვენებლით , 13.2 პროცენტით იზრდება. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 15 000 აშშ დოლარს და მაღალი ალბათობით საქართველო მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა გახდება.

სავალუტო ფონდის პროგნოზით 2027 წლისთვის, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 10 537 დოლარს გადააჭარბებს. უკვე მომდევნო წლის მონაცემით კი , რაც 7 269 დოლარს უტოლდება, საქართველო კავკასიაში პირველ ადგილს დაიკავებს. საპარლამენტო ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზრდის ბენეფიტები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ადეკვატურად უნდა აისახოს.

სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელი რეალურად აღსრულებადია უმრავლესობის წევრებისთვის, რომელთა განმარტებით ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური პარამეტრების ზრდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

ანალიტიკოსების შეფასებით ახლა მთავარი, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილური შენარჩუნებაა. რადგან საპროგნოზო მაჩვენებლები მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებზე აისახოს.

არსებული ეკონომიკური პარამეტრების შეფასების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 41 პროცენტით იზრდება

დღის ამბები