27 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ბოლო 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 35%-ით გაიზარდა - სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით, ახალ მონაცემებს აქვეყნებს

გასულ წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ბოლო 9 თვის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვამ 13 მილიარდ 612 მილიონი დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულ ზრდაში, მზარდი წვლილი ადგილობრივ წარმოებას, სამეწარმეო სექტორის განვითარებასა და რეექსპორტს აქვს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ მომატებული პროცენტული მაჩვენებელი დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდასა და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე.

გაზრდილ მონაცემებს, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ მმართველ გუნდში. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ამ მიმართულებით, მთავრობის მხრიდან არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადაიდგა.

ექსპერტების შეფასებით, ყოველი თვე და ახალი კვარტალი, განვლილ პერიოდებთან შედარებით რეკორდულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მონაცემები სამომავლო პროგნოზის მიმართულებით დამაიმედებელია.

კონკრეტულ მიმართულებებსა და სფეროებზე, რომლებიც მონაცემებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ, საქსტატი ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.

დღის ამბები