"ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. სამხარაძე უსამძიმრებს დაღუპული არასრულწლოვანის ოჯახს და ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში არსებობს ხალხი, ვინც შექმნილი მდგომარეობით პოლიტიკური ქულების მოხვეჭას ცდილობს.
"უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს, ღმერთო აშორე ყველას განსაცდელი, ნამდვილად არ მინდოდა არანაირი პოსტის გამოქვეყნება, არც პოლიტიკური კეკლუცობაა ჩემი სტილი, რასაც ვფიქრობ, ღიად ვუფიქსირებ ადრესატებს!!! როდესაც მთელი ერი გლოვობს და ქვეყანა პატარა ანგელოზის გარდაცვალებამ შეძრა, არსებობს ხალხი, რომელიც მუდამ სხვისი ტრაგედიით ცდილობს პოლიტიკური ქულების მოხვეჭას! უსამშობლო ხალხი, საქართველოს მტრები!!!
კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ანგელოზის გარდაცვალების გამო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
ყველა დამნაშავე დაისჯება, ძალიან მალე," - წერს სამხარაძე.