27 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, რუსულ აგრესიაზე, ასევე საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე - უკრაინის რადის ვიცე-სპიკერი

უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ​ოლექსანდრ კორნიენკომ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა. ​ოლექსანდრ კორნიენკოს თქმით, საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიას, ასევე საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერას უკრაინისადმი.  

"პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა, სადაც მოსაზრებები გავცვალეთ. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის შეჭრაზე, რუსულ აგრესიაზე, ასევე საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე უკრაინისთვის ამ რთულ ვითარებაში. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან რუსეთის გარიცხვას, მათ შორის საპარლამენტო კავშირიდან, გაეროდან, შავი ზღვის ორგანიზაციებიდან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალში," - აცხადებს ოლექსანდრ კორნიენკო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუანდაში ორმხრივი შეხვედრებით გაგრძელდა. შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადის პირველ ვიცე სპიკერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება და საქართველოს მხარდაჭერა. 

დღის ამბები