27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული 13 წლის გოგონას ოჯახს, სამძიმარს უცხადებს. 

"ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.

სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.

ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები,"- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები